დაიჯესტი. ცვლილებები კანონმდებლობაში.

ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში. ცვლილება შეეხო აღნიშნული ბრძანების მე-13 მუხლს, რომელიც ეხება ელექტრონულ საჩივრებს. აღნიშნული მუხლის მე-3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა განახლებული რედაქციით. ცვლილებამდე, პირს ინფორმაცია მის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვის ეტაპებისა და განხილვის შედეგების შესახებ მიეწოდებოდა მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, რაც არ ათავისუფლებდა დავის განმხილველ ორგანოს იმ ვალდებულებისგან, რომ მომჩივანისათვის დამატებით წერილობით შეეტყობინებინა საჩივრის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. აღნიშნული ვალდებულება დავის განმხილველ ორგანოს აღარ ექნება, ვინაიდან ახალი რედაქციით განისაზღვრა, რომ პირს (გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირისა) ინფორმაცია მის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვის ეტაპების შესახებ მიეწოდება მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. მოგეხსენებათ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილი ვრცელდებოდა მხოლოდ აღნიშნული ოპერაციების ფარგლებში საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე თანხის ნაწილობრივ ანაზღაურების შემთხვევებში, ანაზღაურებული თანხის ნაწილში. ცვლილება ძალაშია 2024 წლის 1 იანვრიდან და მათი მოქმედება არ გავრცელდება 2024 წლის პირველ იანვრამდე დადებულ ხელშეკრულებებზე.საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 6 1 მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოს მიერ განესაზღვრება მოცემული 3 კატეგორიიდან ერთ-ერთი.